მთავარი მსოფლიოინგლისი 15 წლის ამომავალი ვარსკვლავი კორი გაუფი უიმბლდონზე ბრწინვალე გამოსვლას აგრძელებს

15 წლის ამომავალი ვარსკვლავი კორი გაუფი უიმბლდონზე ბრწინვალე გამოსვლას აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე უიმბლდონის პრესტიჟულ ტურნირზე 15 წლის ამერიკელი ჩოგბურთელმა კორი გაუფმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ამომავალმა ვარსკვლავმა სლოვაკი მაგდალონა რიბარიკოვა იოლად 1 საათსა და 10 წუთში დაამარცხა.

ორთაბრძოლა 2-სეტიანი გამოდგა. გაუფმა თავისზე 15 წლით უფროსს მეტოქეს 6-3, 6-3 მოუგო.

კორი გაუფი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც ,,დიდი მუზარადის” ტურნირზე ორი ეტაპი წარმატებით გაიარა.

თინეიჯერი სპორტსმენი უიმბლდონის ტურნირის 1/16 ფინალში გავიდა. კორი გაუფი სასწაულის გაგრძელებას სლოვენიელ პოლონა ჰერცოგთან შეეცდება.

ჰერცოგმა 1/16 ფინალის საგზური ამერიკელ მედისონ კისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

ევროპელმა იანკი ჩოგბურთელი 2-სეტში 6-4, 6-2 დაამარცხა.

კორი გაუფისა და პოლონა ჰერცოგის 1/16 ფინალური ორთაბძოლა 5 ივლისს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი