მთავარი სხვა_MMA ასკრენის ჯოჯოხეთი სამოთხეში

ასკრენის ჯოჯოხეთი სამოთხეში

21 ნახვა

შერეული საბრძლო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზაცია ONE Championship-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი ქვესაშუალო წონაში ბენ ასკრენი UFC-ში დიდი ამბიციებით გადმობარდგა. იქიდა მოყოლებული აბსოლუტურად ყველა მის ინტერვიუს შედმეგი განცხადებები სდევდა ლაიტმოტივად – დაუმარცხებელი ბენი! ჩემპიონი ბენი! დიდებული ბენი!

გზად ჩემპიონობისკენ ასკრენმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, როცა ექვსიოდე თვის წინ რობი ლოურელს სძლია, მაგრამ დღეს ცივი წყალი გადაასხეს.

ნევადის შტატის ქალაქ პარადაისში ბენ ასკრენი თანამემამულე ხორხე მასდივალმა ნოკაუტში გაგზავნა. მაგრამ ნოკაუტიცაა და ნოკაუტიც, ხორხემ ბენის ოქტაგონზე მოჭრილი კუნძივით დაგდებას სულ რაღაც 5 წამი აკმარა და ამით UFC-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ავტორიც გახდა.

აქამდე მისი ავტორი დუეინ ლუდვიგი გახლდათ, რომელსაც მეტოქის გასათიშად 8 წამი დასჭირდა.

პარადაისი ქართულად ითარგმნება როგორც სამოთხე, მაგრამ ვეჭვობთ ბენს ეს ქალაქი უფრო როგორც ჯოჯოხი ისე დაამარხსოვრდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი