მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ამერიკის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ამერიკის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

საფრანგეთში მიმდინარე გოგონათა საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ამერიკელებმა ფინალურ ორთაბრძოლაში ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 2:0 დაამარცხეს და მუნდიალის ჩემპიონის მანტია მეოთხედ მოისხეს.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ამერიკელები შეხვედრის 61-ე წუთზე დაწინაურდნენ.   ნიდერლანდთა სამეფოს წარმომადგენელთა ნაკრების მცველმა სტეფანიე ვან დერ გრაგტმა საკუთარ საჯარიმოში ამერიკელ ალექს მორგანთან იუხეშა. მსაჯმა კი 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა.  პენალტი ზუსტად ვეტერანმა 34 წლის ფეხბურთელმა მეგან რაპინოემ შეასრულა.

69-ე წუთზე “ვაშინგტონ სპირიტის”  ნახევარმცველი  როუს ლაველე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დასარტყმელ პოლიციაზე გავიდა.  საჯარიმოს მისადგომებიდან კი ბურთი მეტოქის კარში ზუსტად გაახვია.

საბოლოოდ ამერიკელებმა 2:0 გაიმარჯვეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.   იანკი ქალბატონები გოგონათა მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანები არიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი
ლიონი, “ოლიმპიკო”

აშშ 2:0 ჰოლანდია
61′ რაპინოე (1-0), 69′ ლაველე (2-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი