მთავარი მსოფლიოინგლისი ფავორიტები წინ მიიწევენ – უიმბლდონზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ფავორიტები წინ მიიწევენ – უიმბლდონზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირ უიმბლდონზე 1/4 ფინალისტები გამოვლინდნენ.

პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის ფავორიტად შერაცხულმა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რადაელ ნადალი და როჯერ ფედერერი მოხვდნენ.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფრანგი უგო ჰუმბერტი იოლად 3-სეტში დაამარცხა.

ნომერ პირველმა ჩოგანმა მოწინააღმდეგეს 6-3, 6-2, 6-3 სძლია.

1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ბელგიელ დავიდ გოფინს შეხვდება.

ესპანელმა რაფაელ ნადალმა პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან ძალიან მარტივად მოიგო.

პირინიელმა ჩოგბურთელმა 3-სეტში 6-2, 6-2, 6-2 გაიმარჯვა.

ნადალს 1/4 ფინალში ბრძოლა ამერიკელ სემ ქიურეისთან მოუწევს.

37 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მატეო ბერეტინი გართულების გარეშე 3-სეტში დაამარცხა.

ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა აპენინელ.ჩოგბურთელს 6-1, 6-2, 6-2 მოუგო.

ფედერერს 1/4 ფინალში დიდი ბრძოლა ელიდება. ლეგენდარული ჩოგბურთელის წინაშე იაპონელი კეი ნიშიკორი წარსდგება.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა 1/4 ფინალში თამაშის უფლება ყაზახ სპორტსმენ მუხაილ კუკუშკუნთან ბრძოლიაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

აზიეურ დაპირისპირებაში  ნიშიკორმა 4-სეტში 6-3, 3-6, 6-3, 6-4 იმარჯვა.

1/8 ფინალი
დავიდ გოფინი (ბელგია)  7-6, 2-6, 6-3, 6-4  ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი)

ჟოაო სოუზა (პორტუგალია) 2-6, 2-6, 2-6 რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) 6-3, 7-5, 6-2 ბენოი პაირე (საფრანგეთი)

სემ ქიურეი (აშშ) 6-4, 6-7, 7-6, 7-6 ტენის სანდგრენი (აშშ)

გაუდო პელა (არგენტინა) 3:6, 4-6, 6-3, 7-6, 8-6 მილოშ რაონიჩი (კანადა)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 6-3, 6-2, 6-3 უგო ჰუმბერტი (საფრანგეთი)

კეი ნიშიკორი (იაპონია)   6-3, 3-6, 6-3, 6-4  მიხაილ კუკუშკინი (ყაზახეთი)

მატეო ბერეტინი (იტალია) 1-6, 2-6, 2-6 როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) : დავიდ გოფინი (ბელგია)

რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) : გუედო პელა (არგენტინა)

სემ ქიურეი (აშშ) : რადაელ ნადალი (ესპანეთი)

კეი ნიშიკორი (იაპონია) : როჯერ ფედერერი (შვეიცარია)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი