მთავარი მთავარი ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

სუმოს სამშობლო იაპონიაში მიმდინარე წლის რიგით მე-4 სუპერტურნირ ნაგოია ბაშოზე სამწუხაროდ ქართველი ოძეკის ლევან გორგაძის საქმეები არც თუ ისე კარგად მიდის.

დღეს, ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშოზე მე-3 დაპირისპირებაც დათმო.   ოძეკის რანგში მყოფმა ქართველმა რიკიშიმ დრამატულ ორთაბრძოლაში იაპონელ კომოსუბი რიუდენთან უვატედაშინაგეს ილეთით წააგო.

ლევან გორგაძეს ნაგოია ბაშოს განვლილი 3 დღის შემდეგ მოგება არ გააჩნია.

ტოჩონოშინი სუპერტურნირზე პირველ გამარჯვების მოპოვებას ხვალ,  მე-3 მაეგაშირა იაპონელ დაიეიშოსთან შეეცდება.

ქართველ მებრძოლს ტრავმები აწუხებს და ამის, გამო ნაგოია ბაშოზე ჩვეულ სტილში ვერ ასპარეზობს.

ზაფხულის ბაშოზე წარმატებულ გამოსვლას მონღოლი იოკოძუნები ლეგენდარული ჰაკუჰო და კაკურიუ აგრძელებენ.

ყველა დროის საუკეთესო რიკიშიმ ,,თეთრმა ფენიქსმა”  უვატეჰინერის ილეთით აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა.   კაკურიუმ კი გასული ბაშოს  ჩემპიონ დასავლეთის პირველ მაეგაშირა იაპონელ ასანოიამას კატასუკაშით სძლია.

მიმდინარე ბაშოზე ჰაკუჰო და კაკურიუ მორიგ ორთაბრძოლებს ხვალ, ჩაატარებენ.

ჰაკუჰოს წინააღმდეგ კომოსუბი რიუდენი წარსდგება.   კაკურიუ კი მეორე კომოსუბის იაპონელ აბის შეერკინება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი