მთავარი მსოფლიოინგლისი უიმბლდონის 1/2 ფინალში ელინა სვიტოლინა და ბარბორა სტრიცოვა გავიდნენ

უიმბლდონის 1/2 ფინალში ელინა სვიტოლინა და ბარბორა სტრიცოვა გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირ უიმბლდონზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ.

ლეგენდარულ სერენა უილიამსსა და სიმონა ჰალეპს უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ჩეხი ბარბორა სტრიცოვა შეუერთდნენ.

სვიტოლინამ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ამ ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა ჩეხი კაროლინა მუჩოვა დაამარცხა.  უკრაინელი  ჩოგბურთელისა და მუჩოვას ბრძოლა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა.  სლავმა ლამაზმანმა მეტოქეს  2-სეტში  7-5,  6-4 სძლია.

ელინა სვიტოლინა 1/2 ფინალში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩიგან რუმინელ  სიმონა ჰალეპს შეებრძოლება.

,,დიდი მუზარადის” ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას ჩეხი ბარბორა სტრიცოვა აგრძელებს.  მან WTA-ს რეიტინგის მე-18 ჩოგანი მასპინძელი დიდი ბრიტანელი იოანა კონტა დაამარცხა.

ევროპელი ჩოგბურთელების დაპიროსპირებამ 1 საათი და 38 წუთი გასტანა.  სტრიცოვამ კოსტასთან 2-სეტში 7-6, 6-1 გაიმარჯვა.

ჩეხი სპორტსმენი  1/2 ფინალში ურთიერთობას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელ  სერენა უილიამსთან გაარკვევს.

1/2 ფინალები
11 ივლისი
16:00 საათი

სიმონა ჰალეპი (რუმინეთი) : ელინა სვიტოლინა (უკრაინა)
სერენა უილიამსი (აშშ) : ბარბორა სტრიცოვა (ჩეხეთი)

elina svitolina wimbledon 2019-ის სურათის შედეგი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი