მთავარი მთავარი ნაგოია ბაშოზე გაგამარუს წარუმატებლობა გრძელდება

ნაგოია ბაშოზე გაგამარუს წარუმატებლობა გრძელდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე სუმოს წლის მე-4 სუპერტურნირ ნაგოია ბაშოზე ჯურიოს დივიზიონში მე-4 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა თეიმურაზ ჯუღელმა ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა წააგო.

ქართველი გოლიათი ჯურიოს მე-4 რიკიშ ოაპონელ ვაკატაკაკაგესთან შიტატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.

ჯურიოს მე-2 რიკიშის სტატუსის მქონე გაგამარუს ტურნირზე 1მოგება და 3 მარცხი გააჩნია. ქართველ გოლიათს უმააღლეს მაკუუჩი დივიზიონში აღზევების შანსი აქვს. მან ამისათვის, ზაფხულის ბაშოზე
კაჩი-კოჩი ანუ დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს.
კაჩი-კოჩის მოსაპოვებლად კი კიდევ 7 ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროვება.

ხვალ, თეიმურაზ ჯუღელი ნაგოია ბაშოზე მორიგ შეხვედრას ჩაატარებს.
მისი მოწინააღმდეგის ვინაობა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი