მთავარი მთავარი ევროპა ლიგა: თბილისის “დინამომ” “ენგორდანს” გადაუარა, “ჩიხურამ” ლუქსემბურგში გაიმარჯვა, ქუთაისის “ტორპედო” ყაზახეთში დამარცხდა

ევროპა ლიგა: თბილისის “დინამომ” “ენგორდანს” გადაუარა, “ჩიხურამ” ლუქსემბურგში გაიმარჯვა, ქუთაისის “ტორპედო” ყაზახეთში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში ქართული კლუბები თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო”  და საჩხერის “ჩიხურა” ჩაებნენ.

თბილისში “დინამო არენაზე” დედაქალაქურმა “დინამომ”  ანდორის კლუბს “ენგორდანს” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.  საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ჯუჯა სახელმწიფოს წარმომადგენლებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

“დინამოელებმა” ანგარიში მე-6  წუთზე გახსნეს.   წლევანდელ ევროპის ლიგის გათამაშებაში მტვრისპირული კლუბიდან პირველი გოლი ჯარიმით ნიკა ნინუამ გაიტანა.

21-ე წუთზე სხვაობა ორამდე გიორგი კუხიანიძემ გაზარდა. მან მეტოქის  კარი შორეული ულამაზესი დარტყმის შემდეგ აიღო.

მეორე ნახევარში თბილისის “დინამომ” უკეთ ითამაშა და კიდევ  4 გოლის გატანა მოახერხა.

61-ე წუთზე ანდორული კლუბის მცველების დაბნეულობით ნოდარ ქავთარაძემ იხეირა.

69-ე წუთზე “ენგორდანის” ფეხბურთელებმა საჯარიმოში შესული გიორგი ქიმაძე წააქციეს.    მსაჯმა პენალტი  დანიშნა, რომელიც ზუსტად ლევან კუტალიამ დაარტყა.

71-ე წუთზე დუბლი გიორგი კუხიანიძემ შეასრულა.   ანდორელების განადგურებას მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე წერტილი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ზარიამ დაუსვა.

საბოლოოდ თბილისის “დინამომ” 6-0 მოიგო და ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა, რომელიც ფორმალური იქნება, ანდორაში 18 ივლისს, გაიმართება.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროპა ლიგის შემდეგ რაუნდში აზერბაიჯანულ “გაბალას” დაუპირისპირდება.

საქართველოს ვიცეჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ყაზახეთში კახა ცხადაძის გაწვრთნილ “ორდაბასთან” მინიმალური სხვაობით 0-1 წააგო.

იმერელთა კარში ერთადერთი გოლი შეხვედრის 67-ე წუთზე თემირლან ერლანოვმა გაიტანა.

ლუქსემბურგში ადგილობრივ “ფოლასთან” წარმატებას საჩხერის “ჩიხურამ” მიაღწია.   მატჩში თავდაპირველად ბენელუქსელები დაწინაურდნენ.  გოლი პენალტით დეივიდ სინანიმ გაიტანა.   ზემო იმერლებმა წონასწორობა მეორე ნახევარში აღადგინეს. 59-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა იხეირა.

გამარჯვების გოლი კი ორთაბრძოლის დასრულებამდე 4 წუთით ადრე პენალტით გიორგი კორიფაძემ შეაგდო.

ევროპა ლიგა

“დინამო” (თბილისი) 6:0 “ენგორდანი” (ანდორა)
6′ ნინუა (1-0), 21′ კუხიანიძე (2-0), 61′ ქავთარაძე (3-0), 69′ კუტალია (4-0), 71′ კუხიანიძე (5-0), 80′ ზარია (6-0)

“ფოლა”  (ლუქსემბურგი) 1:2 “ჩიხურა” (საჩხერე)
22′ სინანი პენ. (1-0), 59′ სარდალიშვილი (1-1), 86′ კორიფაძე (1-2)

“ენგორდანი” (ყაზახეთი) 1:0 “ტორპედო” (ქუთაისი)
67′ ერლანოვი

ევროპა ლიგის განმეორებითი მატჩები 18 ივლისს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი