მთავარი საქართველოლეგიონერები ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის “ტორპედოდან” უნგრეთის ჩემპიონატის კლუბ ,,მეზოკოვედი ჟორისში” გადავიდა.

ქართველმა ფორვარდმა უნგრულ კლუბთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ბუდუ ზივზივაძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში საქართველოში თბილისის “დინამოში”, “სამტრედიაში” და ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა. ბუდუ ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი არაერთხელ გახდა.
2017 წელს კი დანიური “ესბიერგის” ღირსებას იცავდა.

ზივზივაძე ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ტრანფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი