მთავარი მსოფლიოინგლისი ლეგენდარული სერენა უილიამსი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ – დღეს, უიმბლდონზე ჩემპიონი გამოვლინდება

ლეგენდარული სერენა უილიამსი სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ – დღეს, უიმბლდონზე ჩემპიონი გამოვლინდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

დღეს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში უიმბლდონის პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის ფინალი გაიმართება.

,,დიდი მუზარადის” ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის რუმინელი სიმონა ჰალეპი დაუპირსპირებიან.

ვეტერანი სერენა უილიამსი უიმბლდონის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასის აღმართვას მერვედ შეეცდება.
სიმონა ჰალეპს აღნიშნული ტურნირი მოგებული არ აქვს.

უილიამსი და ჰალეპი ისტორიაში 11-ჯერ არიან შეხვედრილები.
9-ჯერ წარმატებას ამერიკელმა ჩოგბურთელმა მიაღწია.
ჰალეპმა კი მრისხანე მოწინააღმდეგე სულ 2-ჯერ დაამარცხა.

გზა ფინალამდე
სერენა უილიამსმა საჩემპიონო გზიდან ფრანგი ჯულია გატო-მონტიკონე, სლოვენიელი კაია იუვანი, გერმანელი იულია გორგესი, ესპანელი კარლა სუარეს-ნავარო, თანამემამულე ალისონ რისკე და ჩეხი ბარბორა სტრიცოვა ჩამოიტოვა.

რუმინელმა სიმონა ჰალეპმა კი სამშობლოში ნაადრევად ბელარუსი ჩოგბურთელები ალექსანდრა სასნოვიჩი და ვიკტორია აზარენკა, ასევე თანამემამულე მიჰაელა ბუზარნესკუ, ტურნირის აღმოჩენა 15 წლის ამერიკელი ვუნდერკინდი კორი გაუფი, ჩინელი შუაი ჟანგი და უკრაინელი ელინა სვიტოლინა გაუშვა.

ფინალური ორთაბრძოლა 13 ივლისს, არის დანიშნული.

დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი