მთავარი მსოფლიოესპანეთი ზინედინ ზიდანის ძმა გარდაიცვალა

ზინედინ ზიდანის ძმა გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
144 ნახვა

54 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის ფრანგი ზინედინ ზიდანის ძმა ფარიდ ზიდანი გარდაიცვალა.  აღნიშნული ინფორმაცია მადრიდის “რეალის”  ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

ძმის გარდაცვალების დროს ზიდანი კანადაში “სამეფო კლუბის”  შეკრებაზე იმყოფებოდა.  ამ ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ მან სამწვრთნელო პროცესი მიატოვა და მეუღლესთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა.

“რეალის” ფეხბურთელებმა, ვარჯიშის დროს, მთავარი მწვრთნელის ძმის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

Entrenamiento del Real Madrid en Montreal

გავცელებული ინფორმაციის თანახმად ფარიდ ზიდანს სიმსივნის ვერაგული დაავადება სჭირდა.  მან სული ახლობლების წრეში დალია.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი