მთავარი მსოფლიოინგლისი დრამატულ 5-საათიან ორთაბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და უიმბლდონის ჩემპიონის თასი ზედიზედ მეორედ აღმართა

დრამატულ 5-საათიან ორთაბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა და უიმბლდონის ჩემპიონის თასი ზედიზედ მეორედ აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ,,დიდი მუზარადის” ტურნირი უიმბლდონი ნოვაკ ჯოკოვიჩის  ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტ დაპირისპირებაში  მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი და ამ ტურნირზე მოქმედ ჩემპიონის რანგში მყოფი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის 8-გზის ჩემპიონ  შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შეერკინა.

მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი არ დაინდეს და 5-საათიანი თვალწარმტაცი სანახაობა შემოგვთავაზეს.

უძლიერესი ჩოგბურთელების ორთაბრძოლა ძალიან დრამატული აღმოჩნდა.
ფინალური ჯახი არც მეტი, არც ნაკლები 5 საათი და 2 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ტაიბრეიკით წარმატებას ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიაღწია.
მეორე სეტში კი 37 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა იოლად 6-1 გაიმარჯვა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

მე-3 სეტში ისევ დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. აქაც გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკით გაირკვა.
საბოლოოდ სერბმა ჩოგბურთელმა იძალა და დაწინაურდა.

მეოთხე სეტში როჯერ ფედერერმა წონასწორობა აღადგინა. ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა ჯოკოვიჩი 6-4 დაამარცხა.

გადამწყვეტი სეტი ქულა-ქულაში წარიმართა.
მეტოქეები ძირითადად თავის მოწოდებას იღებდნენ.  ბოლოს კი საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. იქაც ენერგია შემორჩენილმა დიდებულმა ჩოგბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. ქანცგამწყვეტი დრამატული ჯახში 24 გეიმი გათამაშდა. ბოლოს კი  მეტ-ნაკლებობებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა 7-3 მოიგო.  საბოლოოდ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 5-სეტიან დაძაბულ პაექრობაში ფედერერს 7-6, 1-6, 7-6,  4-6, 13-11  სძლია.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ,,დიდი მუზარადის” ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.  ჯამში ამ ტურნირზე  წარმატებას მეხუთედ მიაღწია.

სულ კი სერბ ჩოგბურთელს ,,დიდი მუზარადის” ტურნირები 16-ჯერ აქვს მოგებული.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი