მთავარი მთავარი სენეგალი ალჟირის წინააღმდეგ – აფრიკის თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ

სენეგალი ალჟირის წინააღმდეგ – აფრიკის თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკის თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ სენეგალისა და ალჟირის ნაკრებები წარსდგებიან.

სენეგალელებმა 1/2 ფინალური ბარიერი ტუნისის ნაკრებთან დრამატული ბრძოლის შემდეგ გადალახეს.

შეხვედრის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა.

მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ორივე გუნდს გოლის გატანის შანსი ჰქონდა.

75-ე ტუნისელმა ფერიანი სასიმ პენალტი ვერ გაიტანა.

81-ე წუთზე კი 11-მეტრიანი ვერც სენეგალელმა ანრი საივეტმა გამოიყენა.

დამატებით დროში, კერძოდ მე-100 წუთზე ტუნისის ნაკრების ფეხბურთელმა დილან ბრონმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და მოწინააღმდეგე აფრიკის კონტინენტის თასის ფინალში გაიყვანა.

მეორე 1/2 ფინალში ალჟირის ნაკრებმა ნიგერიას 2-1 სძლია.

აფრიკის თასის 1/2 ფინალები

სენეგალი 1:0 დ.დ. ტუნისი
100′ ბრონი ს.კ.

ალჟირი 2-1 ნიგერია
40′ ტროს-ეკონგი ს.კ. (1-0), 72′ იგალო (1-1), 90+5′ მაჰრეზი (2-1)

ფინალური ორთაბრძოლა 20 ივლისს, გაიმართება.

გადამწყვეტი მატჩი სტარტს 01:30 საათზე აიღებს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა ტუნისსა და ნიგერიას შორის 18 ივლიისს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი