მთავარი მთავარი ნაგოია ბაშო: ლეგენდარული ჰაკუჰო დამარცხდა – კაკურიუ ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ნაგოია ბაშო: ლეგენდარული ჰაკუჰო დამარცხდა – კაკურიუ ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
108 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე წლის მე-4 სუპერტურნირ ნაგოია ბაშოზე უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მე-9 დღის ორთაბრძოლები შედგა.

სუმოს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რიკიში მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე პირველად დამარცხდა.

ლეგენდარულმა სუმიტორმა აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა თანამემამულე იჩინოჯოსთან წააგო.   მონღოლი გოლიათების დაპირისპირებაში იჩინოჯომ მრსხანე მეტოქე დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადადგა.

ჰაკუჰოს მარცხით მეორე მონღოლმა იოკოძუნა კაკურიუმ კარგად იხეირა.  მან დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იაპონელ მეისეის იორიკირით სძლია.

ნაგოია ბაშოზე 9 გამარჯვებით ერთპიროვნულად იოკოძუნა კაკურიუ ლიდერობს.  8 მოგება და 1 მარცხი იოკოძუნა ჰაკუჰოს გააჩნია.

ხვალ, ლეგენდარული ჰაკუჰო ზაფხულის ბაშოზე რეაბილიტაციას და თანამემამულე სეკივაკე ტამავაშის დამარცხებას შეეცდება.

კაკურიუს კი ძალებს დღევანდელი დღის გმირ  მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოს მოსინჯავს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი