მთავარი მსოფლიოესპანეთი გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიურ “ტვენტეში” გააგრძელებს

გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიურ “ტვენტეში” გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი  გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიის კლუბ ,,ტვენტეში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აბურჯანიას სატრანსფერო უფლებებს ესპანური “სევილია” ფლობს  და ტრანსფერი სწორედ ანდალუსიურ გუნდსა და ,,ტვენტეს” შორის შედგა.

შეთანხმების თანახმად ქართველი ფეხბურთელი  ჰოლანდიური გუნდის ღირსებას ორი წლის განმავლობაში, იჯარის წესით დაიცავს. ,ტვენტეს” ამ დროის განმავლობაში აბურჯანიას გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

გიორგი აბურჯანიამ ნიდერლანდთა სამეფოს კლუბში წარსდგენისას განაცხადა, რომ ,,ტვენტე”დიდი კლუბია, დიდი ისტორიითა და ბრწყინვალე სტადიონით. ქართველ ფეხბურთელდ ერთი სული აქვს, როდის მოირგებს ახალი გუნდის მაისურს.

გიორგი  აბურჯანია: ,,ჩემთვის ეს ნაბიჯი რთულად გასადგმელი არ იყო, რადგან გულით მსურდა ,,ტვენტეში” გადასვლა.

ეს არიზ დიდი კლუბი, დიდი ისტორიითა და ბრწყინვალე სტადიონით. გასულ სეზონში თვალი ამ გუნდის გამოსვლას ვადევნე  და ვნახე, ერსტე დივიზიონის ჩემპიონები,  როგორ გახდნენ.  მათი ყველა თამაშისას სტადიონი მუდმივად ივსებოდა.

,,სევილიიდან” ვიცნობ აიტორს, რომლისგანაც ,,ტვენტეზე”  ბევრი მსმენია. სულმოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ კლუბის მაისურით”, –  განაცხადა გიორგიმ აბურჯანიამ “ტვენტეში” წარდგენისას.

გიორგი აბურჯანიამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა რუსთავის “მეტალურგში” 2011 წელს დაიწყო.
შემდეგ კი ქართულ გუნდებში გორის “დილასა” და თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა.

2014-2016 წლების სეზონი  კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისში” გაატარა.
2016 წელს კი ესპანეთის კლუბ “ხიმნასტიკში” ჩაირიცხა.
“სევილიაში” აღმოჩენის შემდეგ კი აბურჯანიამ ერთი სეზონი ანდალუსიური კლუბის მეორე გუნდში ითამაშა.
2018-2019 წლებში კი იჯარის წესით “ლუგოში” ასპარეზობდა.

გიორგი აბურჯანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 10 შეხვედრს აქვს ჩატარებული.

გასულ სეზონში ფინანსური კრიზისის გამო “ტვენტე” ჰოლანდიის მეორე დივიზიონში თამაშობდა. წელს კი ერედივიზიონში დაბრუნება მოახერხა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი