მთავარი მთავარი ნაგოია ბაშოზე გაგამარუმ მაკე-კოში გაიფორმა

ნაგოია ბაშოზე გაგამარუმ მაკე-კოში გაიფორმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
63 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე სუმოს წლის მე-4 სუპერტურნირ ნაგოია ბაშოზე ჯურიოს დივიზიონში მე-10 დღის ორთაბრძოლები შედგა.

სამწუხაროდ, გაზაფხულის ბაშოზე ქართველმა გოლიათმა გაგამარუმ მაკე-კოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა.

დღეს, ჯურიოს მე-2 რიკიშის სტატუსის მქონე თეიმურაზ ჯუღელმა რიგით მე-8 შერკინება დასთმო.

გაგამარუმ ამჯერად იაპონელ სუმიტორ იკიოისთან ოშიდაშის ილეთით წააგო.

მიმდინარე ბაშოზე გაგამარუს ბალანსი 2-8 აქვს და მაკე-კოჩიდან თავის დაძვრენა შეუძლებელი გახდა.

ქართველი მებრძოლმა ნაგოია ბაშოს მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო. ამ დაზიანების გამო ჩვენებურმა სრულად რეაბილიტაცის ვერ შესძლო და ტურნირის ჩაგდების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ან არა და კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში გაგამარუს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში აღზევება შეეძლო.

ხვალ, ქართველი რიკიში მორიგ ორთაბრძოლას ჯურიოს მე-8 ნომერ იაპონელ დაიამამისთან გამართავს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი