ბოისას აცხადებს, რომ საქართველომ მიზნის მისაღწევად 2-3 წელში დიდი შრომა გასწია. საქართველოს მთავრობა კი მათ ევროპის ჩემპიონატისთვის 10 000 მაყურებელზე გათვლილ საკალათბურთო დარბაზის აშენებას შეპირდა.

ვლადიმერ ბოისა: „ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ბოლო ორ-სამ წელში. სამი თვის წინ იყო არჩევნები „ფიბაში“ (FIBA) და ჩვენ სწორ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი, რომელმაც მოიგო. ძალიან დიდი პრობლემა იყო დარბაზი, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი არენა, რომელიც 10,000 კაცს დაიტევს, თუმცა ახლა მთავრობამ პირობა მოგვცა, რომ ტურნირამდე ასეთი დარბაზი აშენდება. ჩვენმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაგვიჭირა და განაცხადა, რომ ასეთ დარბაზს ააშენებენ. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ, როგორც კალათბურთის ქვეყანა ევროპაში უკვე ცნობილები ვართ. ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია, სპორტისთვის ძალიან კარგია, ტურისტული კუთხით არის უმაგრესი და რა თქმა უნდა, კალათბურთისთვის არის საუკეთესო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველოს გარდა ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებენ.

წყარო: ,,პირველ არხი”