მთავარი მთავარი კაკაბეთში ლეგენდარული ლევან თედიაშვილისა და უშანგი კუზანაშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

კაკაბეთში ლეგენდარული ლევან თედიაშვილისა და უშანგი კუზანაშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
422 ნახვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავეების ლევან თედიაშვილისა და უშანგი კუზანაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ქართული ჭიდაობის ტურნირზე მედლები 70, 80, 90 და აბსოლიტურ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

კაკაბეთის პირველობაზე 4-4 მედალი შიდა ქართლისა და კახეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
თითო-თითო მედალი კი თბილისელმა, რუსთაველმა და მცხეთელმა მოჭიდავეებმა დაისაკუთრეს.

ჩემპიონებს და პრიზიორებს შესაბამის მედლებთან ერთად ფულადი პრემიები გადაეცათ.

ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობა ასეთია:
70 კგ
I. დათო კოპაძე (გორი)
II. ნიკა ბოგველი (კასპი)
III. გიორგი პაპოშვილი (გურჯაანი)

80 კგ
I. გიორგი კაციაშვილი (კასპი)
II. ზაურ გაგნიძე (რუსთავი)
III. გიორგი მულაძე (ქარელი)

90 კგ
I. კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო, კაკაბეთი)
II. ზურა ლიქოკელი (თელავი)
III. გიორგი გველესიანი (თბილისი)

აბსოლიტური წონითი კატეგორიაში
I. ლაშა ტაველური (მცხეთა)
II. გიორგი გველესიანი (თბილისი)
III. ზურა ლიქოკელი (თელავი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი