მთავარი ვიდეო VIDEO: არჩილ ბადრიაშვილი: ,,მთაში განსაცდელისას ძალას მარტო მშობლიური ხმები გვმატებს”

VIDEO: არჩილ ბადრიაშვილი: ,,მთაში განსაცდელისას ძალას მარტო მშობლიური ხმები გვმატებს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ნანგა-პარბატის ერთ-ერთ ყველაზე რთული მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველმა მთამსვლელმა არჩილ ბადრიაშვილმა  გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ექსპედიციის შესახებ ისაუბრა.

მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალთა შორის რიგით მე-9  ნანგა-პარბატი არჩილ ბადრიაშვილთან ერთად კიდევ ერთმა ქართველმა გიორგი ტეფნაძემ დალაშქრა.

ბადრიაშვილი აცხადებს,  რომ მწვერვალიდან ცივილიზაციაში დასაბრუნებლად 13 დღე დასჭირდათ.  ექსპედიციის წევრები ჩამოსვლისას, ბოლო 3 დღე  საკვებისა და წყლის გარეშე დარჩნენ.

არჩილ ბადრიაშვილი: ,, მართალია, ნანგა-პარბატის მკვლელ მთას ეძახიან, მაგრამ მე და გიორგის მასზე ასეთი შთაბეჭდილება არ დაგვრჩენია.  არანაკლებ რთული ექსპედიციებიც გვქონია. მაგალითად, რთული იყო ჰიმალაიზე გაუკვალავი კედლით ასვლა, სადაც ჩვენამდე არავინ ასულა. ამაზე რთული კი შხარას დაპყრობა იყო, რომელზეც სამხრეთ კედლიდან ავედით, არადა, ის მიუღწეველ გზად ითვლებოდა.  13 დღე დაგვჭირდა, რომ მწვერვალიდან ცივილიზაციაში დავბუნებულიყავით. ბოლო 3 დღე, ჩამოსვლისას, საკვებისა და წყლის გარეშე დავრჩით.

ასეთ დროს წყლის ნაცვლად თოვლის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ძალიან უნდა იფრთხილო, რადგანაც შეიძლება ყინულმა ყელის შეშუპება გამოიცვიოს, რასაც სისუსტე მოსდევს.

ნანგა-პარბატაზე ასვლა ჯერ კიდევ შარშან, სექტემბერ-ოქტომბერში გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით, რადგანაც იქ გამუდმებით თოვდა.  ამ მწვერვალზე ასვლისას ყველაზე რთული თოვაა, ბევრი თოვლი მთაზე ვერ ჩერდება  და ზვავებად ეშვება. ამიტომ უკან გამოვბრუნდით და რვა თვის შემდეგ უკან დავბრუნდით. იქ კი თვე-ნახევარი მოგვიხდა ლოდინი, სანამ ავიდოდით.

სანამ მწვერვალამდე მივაღწევდით, ნანგა-პარბატზე ამ თვენახევარში სააკლიმატიზაციოდ 3-ჯერ ავედით და ჩამოვედით.  8000-იან მწვერვალებზე ჟანგბადი 2-3-ჯერ მაინც არის გაიშვიათებული, რის გამოც სუნთქვა ძალიან ჭირს, აკლიმატიზაცია კი გაიშვიათებულ სუნთქვასაც გვაჩვევს.  სულ ბოლოს 7 000 მეტრამდე მივაღწიეთ, კარავი გავშალეთ და დავიძინეთ, დილას კი უკანვე დავეშვით. ესე, იგი თუ 7 000 მეტრზე ღამე გავათიეთ, 8 126 მეტრზეც შევძლებდით გაჩერებას.  მოკლედ, მეოთხე ასვლაზე უკვე ბოლომდე ავედით. ისე კი,  მწვერვალამდე ბოლო ნაბიჯები მართლა უძნელესი იყო, სუნთქვა იმდენად გვიჭირდა, რომ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ვისვენებდით.

ასეთ დროს მთაში საუბარიც  ძალიან ჭირს, უფრო ერთმანეთის გვერდზე ყოფნა, შეძახილები ან რაიმეს წამღერება გვამხნევებს.    განსაცდელის დროს ძალას მარტო მშობლიური ხმები გვმატებს.  მოკლედ ნანგა-პარბატის მწვერვალის ახლოს სუნთქვა ისე გაძნელდა, რომ აღარც გვეგონა, მწვერვალზე მისვლისას რაღაც ემოცია თუ გვექნებოდა, მაგრამ როგორც კი მივაღწიეთ, ძალიან გავიხარეთ და საქართველოს დროშა გავშალეთ.”  – საუბრობს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი.

ნანგა-პარბატი მწვერვალი 8 826 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.  ამ წვერვალზე პირველი ექსპედიცია 1953 წელს ავიდა. იქამდე კი ასვლისას 32 მთამსვლელი დაიღუპა. მას შემდეგაც არაერთი მსხვერპლი ყოფილა. წელს ნანგა-პარბატიდან ინგლისელი და იტალიელი ალპინისტები ვერ დაბრუნდნენ.

არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები არიან, ვინც  ნანგა-პარბატის მწვერვალი დალაშქრეს.

წყარო:  ,,კვირისმ პალიტრა”  http://kvirispalitra.ge

ვიდეო: ამერიკის ხმა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი