მთავარი მთავარი რაგბი ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას სძლია

რაგბი ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში სტარტი რაგბი ჩემპიონატის იგივე 4 ერის 2019 წლის პირველობამ აიღო.

სეზონის გახსნის ორთაბრძოლაში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 35-17 დასრულდა.

,,,სპრინგბოკის” მორაგბეებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს.  აფრიკელები ლელოთი გუნდის ჰავბეკმა ჰერშელნ იანტისმა დააწინაურა.  მისმა მოგვარემ ელტონ იანტისმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა 7-0.

მატჩის საწყის წუთებზე გილხელდაკრეფილნი არც ავსტრალიელები ყოფილან.  მე-16 წუთზე მგეზავმა ბერნარდ ფოლიმ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა 7-3.

23-ე წუთზე აფრიკელებმა ავსტრალიის ჩათვლის მოედანში ბურთი მეორედ შეიტანეს.  ამჯერად ლელო მეორეხაზელმა ლოდ დე იაგერმა გაიტანა.  ელტონ იანტისმა გარდასახვისას მიზანს უწია 14-3.

28-ე წუთისთვის ,,ვოლაბებმა” ლელოს დადება მოახერხეს.   თავი დენ ჰეილეტ პეტიმ გამოიჩინა.  ბერნარდ ფოლიმ გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკის სასარგებლოდ  14-10 დასრულდა.

მეორე ტაიმის შუაწელს 6-წუთიან მონაკვეთში ,,სპრინგბოკმა” ერთმანეთის მიყოლებით ორი ლელო დადო.

55-ე წუთზე სიბუსისო ნკოსიმ იხეირა.  61- ე წუთზე კი საწადელს ჰერშელნ იანტისმა მიაღწია.  მან მატჩში დუბლი გაიფორმა.  ორივე გარდასახვისას ბურთი ძელებს შორის ზუსტად ელტონ იანტისმა გააძვრინა.

სამხრეთ აფრიკამ სოლიდური უოპირატესობა მოიპოვა.  ისინი ავსტრალიას 61-ე წუთისთვის 28-10 ამარცხებდნენ.

ორთაბრძოლის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სტიმრებმა გაიბრძოლეს.   ავსტრალიელთა მგეზავმა ბერნარდ ფოლიმ ჯერ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, შემდეგ კი გარდასახვის დროსაც თავი არ შეიცხვინა 28-17.

4 ერის გახსნით მატჩში ბოლო აკორდი ისევ მასპინძლებმა აიღეს. მათ შეხვედრის მიწურულს მორიგი ლელო გაიტანეს.   ავსტრალიას რიგით მე-5 ლელო შეცვლაზე შემოსულმა კობუს რეინაჩმა დაუდო.  ელტონ იანტისმა გარდასახვებში 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. მან ბოლო გარდასახვაც ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ სამხრეთ აფრიკამ 35-17 მოიგო.  აქტვივში ბონუს ქულაც ჩაიწერა და ქულების მარაგი 5 ქულით შეივსო.

დღეს,  არგენტინა შინ, ახალი ზელანდიის ნაკრებს შეერკინება.  მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

რაგბი ჩემპიონატი

1 ტური

სამხრეთ აფრიკა 35:17 ავსტრალია

სამხრეთ აფრიკა:  5 ლელო – ჰერშელნ იანტისი (2), დე იაგერი, ნკოსი, რეინაჩი
5 გარდასახვა: ელტონ იანტისი (5)

ავსტრალია: 2 ლელო – პეტი, ბერნარდ ფოლი
2 გარდასახვა: ბერნარდ ფოლი (2)
ჯარიმა: ბერნარდ ფოლი

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი