მთავარი მსოფლიო4 ერი რაგბი ჩემპიონშიპი: ახალი ზელანდიის ნაკრებმა არგენტინა ბრძოლაში დაამარცხა

რაგბი ჩემპიონშიპი: ახალი ზელანდიის ნაკრებმა არგენტინა ბრძოლაში დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

რაგბი ჩემპიონშიპის იგივე 4 ერის გათამაშება ფავორიტმა ახალი ზელანდიის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო.

“ოლ ბლექსმა”  დაძაბულ ბრძოლაში არგენტინის ნაკრები მინიმალური უპირატესობით 20-16 დაამარცხა.

არგენტინის დედაქალაქ ბიენოს აირესში გამართული ორთაბრძოლის  პირველი ტაიმი ზელანდიელებმა უკეთ ჩაატარეს.  მეორე ნახევარში კი “პუმებმა” მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს.

მატჩის საწყის 7 წუთში ახალი ზელანდიის ნაკრები 2-ჯერ დაჯარიმდა.  ორივე ჯარიმა ზუსტად არგენტინელთა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა გამოიყენა 6-0.

შეხვედრაში პირველი ლელო “ოლ ბლექსის” მორაგბემ ნგანი ლაუმაპემ გაიტანა.  ეს ყველაფერი მე-18 წუთზე მოხდა. გარდასახვა “შავების” მგეზავმა ბოდენ ბარეტმა კარგად დაარტყა 6-7.

21-ე წუთზე მასპიძლები წინ კიდევ ერთხელ  გავიდნენ.  ნიკოლას სანჩესმა ჯარიმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა 9-7.

23-ე წუთზე ჯარიმა “ოლ ბლექსის” სასარგებლოდ დაინიშნა.  ბოდენ ბარეტი თავის ვიზავის არ ჩამორჩა და ჯარიმა გაიტანა 9-10.

ტაიმის დასრულებამდე ბოლო 3 წუთში ზელანდიელებმა იდეალურად ითამაშეს და კიდევ 10 ქულა მიითვალეს.  37-ე წუთზე ჯარიმა ბოდენ ბარეტმა გაიტანა.

39-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელებს მეორე ლელო ბროდი რეტალიკმა დაუდო.  გარდასახვისას ძელებს შორის ბურთი ზუსტად   ბოდენ ბარეტმა  გააძვრინა.

ტაიმი “ოლ ბლექსმა” 20-9 მოიგო.

მეორე ნახევარში უფრო მეტად  არგენტინის ნაკრები დომინირებდა.

47-ე წუთზე არგენტინელებმა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანი დალაშქრეს.  სამხრეთ ამერიკელებიდან წლეულს 4 ერის გათამაშების პირველი ლელო ემილიანო ბუფელიმ გაიტანა.  გარდასახვა ნიკოლას სანჩესმა გამოიყენა 16-20.

დარჩენილ დროში დიდი ორთაბრძოლა გაჩაღდა.  არგენტინის არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა 20-16 გაიმარჯვა და აქტივში პირველი 4 ქულა ჩაიწერა.  არგენტინის გუნდი კი მრისხანე მეტოქესთან ბონუს-ქულას გამორჩა.

რაგბი ჩემპიონშიპი

1 ტური

ბუენოს აირესი

არგენტინა 16:20 ახალი ზელანდია 

არგენტინა:   ლელო – ბოფელი
გარდასახვა: ნ. სანჩესი
3 ჯარიმა: ნ. სანჩესი (3)

ახალი ზელანდია: 2 ლელო – ლაუმაპე, რეტალეკი
2 გაედასახვა: ბოდენ ბარეტი (2)
2 ჯარიმა: ბოდენ ბარეტი (2)

სატურნირო ცხრილი 1 ტურის შემდეგ

  1. სამხრეთ აფრიკა 1  1 0  0  35:17 5 
  2. ახალი ზელანდია 1  1  0 0  20:10 4
  3. არგენტინა 1 0 0 1  10:20  1
  4. ავსტრალია 1 0 0 1 17:35 0
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი