მთავარი მთავარი ლეგენდარულ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან გამარჯვების შემდეგ იოკოძუნა კაკურიუ ნაგოია ბაშოს ჩემპიონი გახდა

ლეგენდარულ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან გამარჯვების შემდეგ იოკოძუნა კაკურიუ ნაგოია ბაშოს ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
77 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე წლის მე-4 სუპერტურ ნაგოია ბაშოზე იმპერატორის წოდება და ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი იოკოძუნა კაკურიუმ მოიპოვა.

ზაფხულის ბაშოს  გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მონღოლმა კაკურიუმ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რიკიში ლეგენდარული თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.

დრამატული ჯახი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა.   მოწინააღმდეგეებმა წარმატების მისაღწევად თავი არ დაზოგეს.

კაკურიუმ მრისხანე მეტოქე ჰაკუჰო დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადადგა.

ნაგოია ბაშო იოკოძუნა კაკურიუმ 14 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა.  იოკოძუნა ჰაკუკომ  ბაშოზე  12 მოგება და 3 წაგება დააფიქსირა.

ტურნირის ვიცეჩემპიონი ჰაკუჰოსთან ერთად  აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა იაპონელი ტერუცუიოში გახდა.  მასაც ჰაკუჰოს დარად ბალანსი 12-3 აქვს.

იოკოძუნა კაკურიუმ ნაგოია ბაშო კარიერაში პირველად მოიგო.  სულ კი იმპერატორის თასი მეექვედ აღმართა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი