მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ევრო 2021 წლის ევროპის შესარჩევი ტურნირისთვის წილი ნაყარია – საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ევრო 2021 წლის ევროპის შესარჩევი ტურნირისთვის წილი ნაყარია – საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
188 ნახვა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა.

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს კალათბურთის ნაკრები E ჯგუფში მოხვდა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები ფინეთისა და სერბეთის ნაკრებები იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი თბილისში ჩატარდება. აქედან გამომდინარე საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ყველა ვარიანტში ითამაშებს.

ფიბა-ევროპის ფედერაციამ ჩემპიონატის მასპინძლები შესარჩევ ტურნირზე იმისთვის დაუშვა, რომ მათ 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და ევროპაში გამართულ მატჩებში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი.

ევროპის 32 ნაკრები რვა  4-4 გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. კონტინენტის ტურნირზე 24 გუნდი ითამაშებს.

თითოეული ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველ სამ ადგილზე გასული ნაკრებები მოიპოვებენ.
რვიდან ოთხ ჯგუფში  3-3 გუნდია წარმოდგენილი.   ასეთი ჯგუფებიდან ევროპირველობაზე 2 გუნდი გავა.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A
პოლონეთი
ისრაელი
ესპანეთი

B
იტალია
ჩრდილოეთ მაკედონია
ესტონეთი
რუსეთი

C
ჩეხეთი
ბელგია
ლიეტუვა

D
ხორვატია
თურქეთი
ჰოლანდია
შვედეთი

E
ფინეთი
საქართველო
სერბეთი

F
ავსტრია
უნგრეთი
სლოვენია
უკრაინა

G
გერმანია
მონტენეგრო
საფრანგეთი

H
საბერძნეთი
ბოსნია & ჰერცოგოვინა
ლატვია
ბულგარეთი

საკვალიფიკაციო მატჩები 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს გაიმართება.

თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი