მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული მოჭიდავეების 8 მედალი ოლიმპიური ფესტივალიდან

მოჭიდავეების 8 მედალი ოლიმპიური ფესტივალიდან

38 ნახვა

დასრულდა მოჭიდავეთა ასპარეზობები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. 3 დღის განმავლობაში როგორც თავისუფალში ასევე ბერძნულ-რომაულში ჩემპიონ-პრიზიორები 6-6 წონაში გამოვლინდნენ და ჩვენი დელეგაციის მონაგარი 8 მედალია.

სამწუხაროდ ამ 8 მედალში ვერ გამოერია ოქრო, არადა ჩვენებმა ოთხი ფინალი იჭიდავეს – ორი თავისუფლებმა და ამდენივე ბერძენ-რომაელებმა.

გუშინ ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენაზე შეჯიბრებები ბოლო 4 წონით კატეგორიაში გაიმართა და ხალიჩაზეც ამდენივე ქართველი გავიდა საჭიდაოდ. მათან კვარცხლბეკზე ასვლა კი ორმა შეძლო – თავისუფლებიდან დავით ფაცინაშვილმა (65კგ) და ბერძენლ-რომაელებიდან ნუკრი ბენიძემ (51კგ). მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია

ფესტივალზე სტარტი ორვერცხლიანი გვქონდა.  პირველივე დღეს ტურნირის ვიცეჩემპიონები ნიკოლოზ სანთელაძე (45კგ) და რომეო ბერიძე (55კგ) გახდნენ.

მერე დღეს ჩვენი დელეგაციის მონაგარი კიდევ 4 მედლით გაიზარდა. თავისუფლებიდან ვერცხლ-ბრინჯაო ლუკა გუგეშაშვილმა (48კგ) და დავით აბდალაძემ (60კგ) მოიპოვეს, ხოლო ბერძნულ-რომაულიდან ხვიჩა აბულაძესა (48კგ) და ნიკა ბროლაძეს (60კგ) ჰქონდათ ასეთივე შედეგები.

და მაინც, მიუხედავად უოქროვობისა, 12 წონიდან 8 მედალი როდია ურიგო შედეგი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი