მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დანია 45-ქულიანი სხვაობით გაანადგურა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დანია 45-ქულიანი სხვაობით გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
62 ნახვა

რუმინეთში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დანია 45-ქულიანი სხვაობით 85-40 გაანადგურა.

ქართველებმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეოქე ყველა პერიოდში დაჩაგრეს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი 15 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა დააგროვა. მას მხარი რატი ანდრონიკაშვილმა 14 ქულით აუბა.
12-12 ქულას თავი საბა გიგიბერიამ და ლუკა მიქელაძემ მოუყარეს.

სკანდინავიელებიდან 14 ქულით ანდრეას მორტენსი გამოირჩა.
10 ქულა ლუის დანიელ სტორმარკმა დააგროვა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე მეორე მატჩი მოიგო. ქართველებმა პირველ ტურში სლოვაკეთი დაიბრიყვეს. ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეს 80-45 სძლიეს.

დღეს, ჩვენი ნაკრები ევროპირველობაზე მესამე შეხვედრას საქართველოს მსგავსად ჯგუფის სასტარტო ორი შეხვედრის მომგებ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

მატჩი სტარტს თბილისის დროით19:30 საათზე აიღებს.

1. საქართველო 2 2 0 4
2. ჩრდ. მაკედონია 2 2 0 4
3. უკრაინა 2 1 1 3
4. ირლანდია 2 1 1 3
5. დანია 2 0 2 2
6. სლოვაკეთი 2 0 2 2

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი