მთავარი მთავარი კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
111 ნახვა

დაბა კოჯორში ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის 2-გზის ჩემპიონის გურამ თუშიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა.

ტრადიციულად ქცეულ ტურნირზე მედლები 70, 80, 90 და აბსოლიტურ წონით კატეგოროებში გათამაშდა.

პირველობაზე 3 მედალი შიდა ქართლელმა ფალავნებმა აიღეს. აქედან ორმა მოჭიდავემ ნიკა კაკაშვილმა და გიორგი კაციაშვილმა ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

2-2 მედლის მოპოვება მცხეთის, რუსთავისა და იმერეთის წარმომადგენლებმა მოახერხეს.

ტურნირზე თითო-თითო მედალი თბილისელმა, თელაველმა და ტამახმელელმა მოჭიდავეებმა ირგუნეს.

კოჯორის ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორებს ფულადი საჩუქრები გადაეცად.

აბსოლიტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულმა საჩხერელმა ონისე ბუღაძემ  კი ფულად პრიზთან ერთად ქართული ჭიდაობის ტრადიციისამებრ საჩუქეად ჭედილა მიიღო.

კოჯორის ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორები:
70 კგ
1. ნიკა კაკაშვილი (ქარელი)
2. დავით კოპაძე (გორი)
3. ელგუჯა ბარბაქაძე (რუსთავი)

80 კგ
1. გიორგი კაციაშვილი (კასპი)
2. ზაურ გაგნიძე (რუსთავი)
3. გიორგი მახარაშვილი (მცხეთა)

90 კგ
1. ზურა ლიქოკელი (თელავი)
2. ნიკა შერმაზანაშვილი (ტაბახმელა)
3. ლაშა ზურაბიანი (მცხეთა)

აბსოლიტური
1. ონისე ბუღაძე (საჩხერე)
2. გიორგი ზაქარიაძე (სამტრედია)
3. თორნიკე ჯუღელი (თბილისი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი