მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
34 ნახვა

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ვეტერან კალათბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ქართველებმა დაძაბულ ორთაბრძოლაში პოლონეთი 59:54 დაამარცხეს და ფლეი-ოფში გავიდნენ.

პოლონეთთან მატჩში 16 ქულით გულივერ ახალკაცი გამოირჩა.  ლევან წულაიამ 8 ქულა დააგროვა.  გუნდს 7 ქულა ამბროსი ორმოცაძემ მოუტანა.  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის ანგარიშზე 6 ქულაა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში  2 შეხვედრა მოიგო და  ერთი  წააგო.   ჩვენი გუნდი იტალიის შემდეგ ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ბრაზილიის გუნდს შეხვდება.  ორთაბრძოლა 31 ივლისს, შედგება.

თუ ჩვენმა ნაკრებმა 1/8 ფინალური ბარიერი წარმატებით დასძლია, ასეთ შემთხვევაში 1/4 ფინალში პაექრობა ურუგვაისა და რუსეთს შორის გამარჯვებულთან მოუწევს.

ფოტო: gbf.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი