მთავარი ვიდეო VIDEO: სალომე ზურაბიშვილი: ,,ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობით, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში!”

VIDEO: სალომე ზურაბიშვილი: ,,ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობით, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში!”

ავტორი კახა მიხანაშვილი
22 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე საქართველოს საკალათბურთო მაისურში გამოწყობილი გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობით, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში.   ზურაბიშვილი ამაყია იმით, რომ მიუნხენში იყო, როდესაც  ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

პრეზიდენტმა პრემიერმინისტრს, მინისტრებს და ქალაქის მერს მიმართა და შეახსენა, რომ  ყველანი ერთად არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ თამაშების ჩასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დროულად დაიწყება და დამთავრდება.

ზურაბიშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

იხილეთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა.

ფოტო: 1tv.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი