მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები 18-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

18-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
41 ნახვა

ანდორაში გოგონათა შორის სტარტი ევროპის 18-წლამდელთა  ჩემპიონატმა აიღო.  C  დივიზიონში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა პირველი გამარჯვებმა მოიპოვა.

ჩვენმა გოგონებმა გიბრალტარის ნაკრები 24-ქულიანი სხვაობით 59:35 გაანადგურეს.

ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ აუშვეს.

სასტარტო მატჩი ბრწყინვალედ ნინო გადელიამ ჩაატარა.  მან საქართველოს ნაკრებს 21 ქულა მოუტანა.   თამარ პაპუაშვილმა თავი 12 ქულას მოუყარა.  9 ქულით კი ქეთი დანელაშვილი გამოირჩა.

გიბრალტარის ნაკრებიდან ყველაზე მეტი 14 ქულა ადრიანა ვილადა ლოპესმა მიითვალა.  მისმა მოგვარემ მირეია ბენიტეს ლოპესმა 9 ქულა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 1 აგვისტოს, სომხეთის ნაკრებთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

1. სომხეთი  U18 ქ. 1 1 0 63:33 2
2. საქართველო  U18 ქ. 1 1 0 59:35 2
3. გიბრალტარი  U18 ქ.  2 0 2 68:122 2
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი