მთავარი ჭიდაობათავისუფალი სოფიაში ჭაბუკმა თავისუფლებმა ვერცხლი იკმარეს

სოფიაში ჭაბუკმა თავისუფლებმა ვერცხლი იკმარეს

32 ნახვა

დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა გამოსვლა მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელსაც ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაში მასპინძლობს. მონაგარი მწირი გამოდგა… 1 ვერცხლი ვიკმარეთ.

არასახარიელო შედეგია.

ჩვენი ნაკრებიდან კვარცლხბეკზე ასვლა მხოლოდ მძიმეწონოსანმა გიორგი ჩიხრაძემ შეძლო.

საფინალო გზაზე ჩიხრაძემ სამ მეტოქეს მოუგო: მოლდოველი მარიუს უია 10:0 გაანაგდურა, თურქ ადილ მისირჩის 4:2 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში სომეხ სერგეი სარგსიანს 9:2 აჯობა, მაგრამ მერე გადამწყვეტ შეხვედრაში რუს არსამაგ ზასეევთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

თითო გამარჯვება დააკლდათ ბრინჯაომდე და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ დავით ფაცინაშვილი, დავით აბდალაძე და დავით კუჭუაშვილი.

დღეს სოფიაშ ძალებს გოგონები გამოცდიან, ხვალინდა კი საქმეში ბერძენ-რომაელებს ვიხილავთ.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი