მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა და ელიტაში აღზევების შანსი დაკარგა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა და ელიტაში აღზევების შანსი დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
78 ნახვა

რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს მაკრებმა 1/4 ფინალურ ეტაპზე პოლონეთთან წააგო და ელიტარულ დივიზიონში აღზევების შანსი დაკარგა.

ქართველებმა პოლონეთის ნაკრებთან 23-ქულიანი სხვაობით 44-67 წააგეს.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა ბიჭებმა პირველი ორი პერიოდი კარგად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით 29-26 გავიდნენ.

შესვენების შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა და პოლონეთმა დარჩენილ ორ მეოთხედში ქართველებს უშანსოდ მოუგო.

საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გამორჩეული მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი იყო. მან 19 ქულა მოიპოვა.  ანდროკინაშვილის გარდა 10-ქულიან ზღვარს ვერცერთმა ჩვენიანმა ვერ უწია.  ალექსანდრე მერკვილაძემ თავი 8 ქულას მოუყარა.  დანარჩენმა კალათბირთელებმა 5 და ნაკლები ქულები აიღეს.

პოლონეთის ნაკრებს 16 ქულით კასპერ გორდონმა ულიდერა. მატეუს კასზოვსკიმ კი 11 ქულა მიითვალა.

პოლონეთი ელიტარულ A დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლას ევროპირველობის 1/2 ფინალში გააგრძელებს.  საქართველო კი 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი