მთავარი მთავარი უეფას სუპერთასის მატჩს ქალი არბიტრი იმსაჯებს

უეფას სუპერთასის მატჩს ქალი არბიტრი იმსაჯებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

უეფას გადაწყვეტილებით ევროპის სუპერთასის შეხვედრას ქალი არბიტრი სტეფანი ფრაპარი იმსაჯებს. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ლივერპული” და ევროპა ლიგის თასის მფლობელი ლონდონის  „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული  ბრძოლა 14 აგვისტოს, სტამბოლში „ბეშიქთაშ პარკის“ სტადიონზე გაიმართება.

სტეფანი ფრაპარი პირველი ქალი მსაჯია, რომელსაც მამაკაცებს შორის ასეთი დიდი ტურნირის განსჯა ანდეს.

35 წლის ფრაპარმა სამსაჯო კარიერა 2011 წელს 27 წლის ასაკში დაიწყო.  მას ევროტურნირებზე მამაკაცების რამდენიმე შეხვედრა აქვს ნამსაჯი. 

ფრაპარმა ივლისში  ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იმსაჯა. იგი გასულ სეზონში  საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრების მთავარი არბიტრიც იყო.  

სტეფანი ფრაპარი მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრებს რეგულარულად გაუძღვება. 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი