მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ,,რამაზ შენგელიას” სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა

,,რამაზ შენგელიას” სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
49 ნახვა

ქუთაისში ,,რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტორპედოს” გუნდის ხელმძღვენელობა ავრცელებს.

მოედნის საფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დააგეს.

ქუთაისის სტადიონზე აღდგენითი სამუშაობი გრძელდება. პროექტის თანახმად, „რამაზ შენგელია” არენამ  უეფა-ს მეოთხე კატეგორიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.  დარჩენილ ინფრასტრუქტურ პროექტებს ქუთაისის მერია   განახორციელებს.

ქუთაისის “ტორპედოს”  გუნდის ხელმძღვანელობის ინფორმაციით სტადიონის სრული რეაბილიტაცია ამ წლის ბოლოს დასრულდება.

მანამდე კი “ტორპედო” საქართველოს ეროვნული ჩემპიონის მატჩებს ისევ წყალტუბოში ,,26 მაისის” სტადიონზე ჩაატარებს.

“ტორპედო”  “რამაზ შენგელიას” სტადიონზე მომავალ სეზონში დაბრუნდება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი