მთავარი მთავარი ,,პსჟ”-მ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა

,,პსჟ”-მ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ,,პსჟ” და თასის მფლობელი “რენი” დაუპირისპირდნენ.

ჩინეთის ქალაქ შენჟენში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა.

ფავორიტად შერაცხულმა პარიზელებმა მინიმალური სხვაობით 2-1 გაიმარჯვეს.

მატჩში თავდაპირველად ”რენის” ფეხბურთელები დაწინაურდნენ.
მე-13 წუთზე ანგარიში ადრიენ ჰანოუმ გახსნა.

პირველი ტაიმის წაგების შემდეგ დედაქალაქელები გამოცოცხლდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

57-ე წუთზე ესპანელი პაბლო სარაბიას პასით კილიან მბაპემ წონასწორობა აღადგინა.

61-ე წუთზე ანდრე ერერა ნაცვლად მოედანზე არგენტინელი ანხელ დი მარია შევიდა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა 12 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა.

საბოლოოდ ,,პსჟ”-მ 2-1 მოიგო და სუპერთასის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი აღმართა.

ეს პარიზული კლუბისთვის ახალ სეზონში პირველი ტიტულია.

საფრანგეთის სუპერთასი
ჩინეთი, შენჟენი

“პსჟ” 2:1 “რენი”
13′ ჰანოუ (0-1), 57′ მბაპე (1-1), 73′ დი მარია (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი