მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ოქროს წურწუმია

არავის დაანება ოქრო ნუგზარ წურწუმიამ პოლონურ ვარშავა გამართულ ღია პირველობაზე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელმა ფალავნმა 55 კილოგრამის საჩემპიონო პაექრობაში პირწმინდათ დაჩაგრა რუსი ელჩინ იბრაგიმოვი და “მშრალი” ანგარიშით 8:0 მოუგო.

ზოგადად წურწუმია ტექნიკური და თვალსასეირო ჭიდაობით გამორჩევა და ამის დასტური ფინალში და მანამდე წაღმა-უკუღმა ნატრიალები რუსი, ამერიკელი და 2 თურქი ფალავანია. ოთხთავეს ჩვენებურმა ჯაში 35 ქულა აართვა.

ბრინჯაოს დაეუფლა ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე, ვინც გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 აჯობა ჩინელ ჰიუნს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი