მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპულს” პენალტების სერიაში სძლია და სუპერთასი აღმართა

“მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპულს” პენალტების სერიაში სძლია და სუპერთასი აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ლეგენდარულ “უემბლის” სტადიონზე ინგლისის სუპერთასის მატჩში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” და  “ლივერპული” წარსდგნენ.

ორთაბრძოლა დაძაბული და საინტერესო გამოდგა.   გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიის შედეგად გადაწყდა.

მანჩესტერელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს.   მე-12 წუთზე დავიდ სილვას პასით  რაჰემ სტერლინგმა იხეირა.

“ლივერპულმა” წონასწორობა 77-ე წუთზე აღადგინა.  67-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კამერუნელმა ჟოელ მატიპმა ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკის გადაცემით ისარგებლა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა.  გუნდებმა წარმატება ვერც ოვერტაიმებში მოიპოვეს.  ყველაფერი კი 11-მეტრიანების სერიაში გაირკვა.

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა ხუთიდან ხუთივე პენალტი გაიტანეს. “ლივერპულმა” კი მხოლოდ 4 პენალტის გატანა შეძლო.  ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მიზანს ვერ უწია ჰოლანდიელი ჟორჟინიო ვიინალდუმი იყო.  ნიდერლანდთა სამეფოს წარმომადგენელს დარტყმული “სიტის”  ჩილელმა მეკარემ კლაუდიო ბრავომ აუღო.

საბოლოოდ წარმატებას “მანჩესტერ სიტიმ” მიაღწია.  “ქალაქელებმა” ინგლისის სუპერთასი ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.

ინგლისის სუპერთასი
უემბლი (ლონდონი)
მაყურებელი: 77 565

“ლივერპული” 1:1 პენ. 4:5  “მანჩესტერ სიტი”
12′ სტერლინგი (0-1), 77′ მატიპი (1-1)
პენალტების სერია: შაქირი (1-0), გიუნდოგანი (1-1), ვიინალდუმი (1-1), ბერნანდო სილვა (1-2), ლალანა (2-2), ფოდენი (2-3), ოქსლედ-ჩემბერლენი (3-3), ზინჩენკო (3-4), სალაჰი (4-4), გაბრიელ ჟესუსი (4-5)

“ლივერპული”: ალისონი, რობერტსონი, ვან დაიკი, გომესი, ალექსანდრ-არლონდი (67’მატიპი), ჰენდერსონი (79′ ლალანა), ფაბინიო (67′ ნ. კეიტა), ვიინალდუმი, ორიჯი (79’ოქსლედ-ჩემბერლენი), ფირმინო (79′ შაქირი), სალაჰი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ სიტი”: ბრავო, უოკერი, სტოუნსი, ოტამენდი, ზინჩენკო, დე ბრუინი (89’ფოდენი), როდრიგო, დავიდ სილვა (61’გიუნდოგანი), ბერნანდო სილვა, სანე (13′ გაბრიელ ჟესუსი), სტერლინგი
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი