მთავარი საქართველოლეგიონერები ოთარ კაკაბაძის “ლუცერნი” ჟენევაში დამარცხდა

ოთარ კაკაბაძის “ლუცერნი” ჟენევაში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

შვეიცარიის სუპერლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის ოთარ კაკაბაძის გუნდმა “ლუცერნმა” ჟენევაში “სერვეტთან” მინიმალური სხვაობით 0-1 წააგო.

გამარჯვების გოლი 62-ე წუთზე ბოსნია ჰერცეგოვინაელმა ფეხბურთელმა მიროსლავ სტევანოვიჩმა გაიტანა.

ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა.  მან  პირველი ტაიმის კონპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

განვლილი 3 ტურის შემდეგ “ლუცერნს”  1 მოგება, 1 წაგება და 1 ფრე გააჩნია და სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ოთარ კაკაბაძის გუნდი ნეიტრალური ქვეყნის სუპერლიგაში მორიგ მატჩს 11 აგვისტოს, შინ, ჩაატარებს.  “ლუცერნის” მეტოქე “თუნი” იქნება.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი