მთავარი მთავარი ევროპა ლიგის წილისყრა: ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია – ,,საბურთალოს” გაუმართლა და ჯგუფში გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა

ევროპა ლიგის წილისყრა: ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია – ,,საბურთალოს” გაუმართლა და ჯგუფში გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
95 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში რამდენიმე წუთის წინ ევროპა ლიგის კენჭისყრა დასრულდა.

ცნობილი  გახდა ის გუნდები, რომლებსაც ქართული კლუბები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ჩემპიონს კენჭისყრაში გაუმართლა.  ,,საბურთალოს”  “არარატ არმენიას” ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ფლეი-ოფში ორთაბრძოლა ლუქსემბურგის ჩემპიონ “დუდელანჟისა” და ესტონეთის ჩემპიონ “კალიუს” შორის ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებულ გუნდთან მოუწევს.

თბილისის “დინამოს” კი როტერდამის “ფეიენოორდთან” ორმატჩიანი ბრძოლის წარმატების დასრულების ვარიანტში ფლეი-ოფში მოწინააღმდეგედ შვედური “ნორჩიოპინგისა” და ისრაელის წარმომადგენელის ბირ შევას “ჰაპოელის” შორის წარმატებული კლუბი ერგო.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” პირველ მატჩს 6 აგვისტოს,  ერევანში გამართავს.  13 აგვისტოს კი სომხურ კლუბს შინ, ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე დაუხვდება.

“დინამო” კი 8 აგვისტოს,  როტერდამში “ფეიენოორდს”  დაუპირისპირდება.  ამ გუნდების განმეორებითი მატჩი “დინამო არენაზე” 15 აგვისტოს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი