მთავარი მთავარი მსოფლიოსთვის შემადგენლობა დასახელდა

მსოფლიოსთვის შემადგენლობა დასახელდა

242 ნახვა

ზუსტად 20 დღე გვაშორებს ძიუდოისტთა წლის უმათავრეს სარბიელს – მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც ძიუდოსავე სამშობლოში იაპონიაში გაიმართება 25-დან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით.

იქ წასაყვანი ჩვენი შემადგენლობაც უკვე გამოცხადდა. სამწვრთელო შტავის გადაწყვეტილებით ამომავალი მზის ქვეყნაში იმავე გუნდით წარვდგებით როგორითაც მინსკში ვიასპარეზეთ და ორ-ორი მონაწილე ამჯერადაც 60 და 66 კილოგრამებში გვეყოლება.

სრული განაცხადი შემდეგნაირია:

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ამირან პაპინაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი (ორთავე 60), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი და ევროპის მესამე პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი (ორთავე 66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73), ევროპის მესამე პრიზიორი ლუკა მაისურაძე (-81), ევროპის მესამე პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (-90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (-100) და ევროპისა და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100).

რაც შეეხება ქალთა ფრთას, აქ ჩვენს ღირსებას 52 კილოში მოჭიდავე ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაიცავს.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის გუნდი ინდივიდუალურ მომზადებას განაგრძობს, თუმცა დაგეგმილია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან ყველანი ერთად იაპონიაში გაფრინდებიან და იქ გაივლიან მზადების ბოლო ეტაპს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი