მთავარი მთავარი ვარდან მინასიანი: ,,”საბურთალო” ტექნიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს”

ვარდან მინასიანი: ,,”საბურთალო” ტექნიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს”

ავტორი კახა მიხანაშვილი
86 ნახვა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ,,საბურთალოსთან“ გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე  „არარატ-არმენიას“ მთავარმა მწვრთნელმა  ვარდან მინასიანმა მოახლოვებული მატჩისა და მეტოქის შესახებ ისაუბრა.

მინასიანის აზრით, “საბურთალო” ტექნიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს.

ვარდან მინასიანი: „ ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ. ,,საბურთალო”  ტექნიკურად კარგად მომზადებული გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს.  თბილისური გუნდი მაღალ დონეზეა შეთამაშებული.  გასაგები მიზეზების გამო, მე მეტოქის სისუსტეებზე არ ვისაუბრებ. ჩვენი გუნდი კი ვერ ვიტყოდი, რომ იდეალურ მდგომარეობაშია. მას ამ ეტაპზე კარგი უფრო ეთქმის. მატჩამდე ვცდილობთ, ფეხბურთელები შევათამაშოთ და ამაღლებული განწყობა შეუქმნათ.

კარგია ის, რომ დაშავებული მოთამაშე არ გვყავს.

ევროთასებზე ზედიზედ მესამე დაპირისპირებაა, რომელსაც შინ ვიწყებთ. მაგრამ საშინაო და გასვლითი მატჩების ცნება პირობითია. მაგალითად,  „საბურთალომ“ გასვლაზე „შერიფი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო შინ  1:3 წააგო. ასე რომ, ყველაფერი პირობითია. რაც შეეხება ზემოქმედებას, ეს ჩემთვის ახალი არ არის – უფრო დიდი ზემოქმედების ქვეშაც მიმუშავია. მოკლედ, საბრძოლო განწყობა გვაქვს და გამარჯვებისთვიდ ვიბრძოლებთ“, განაცხადა „არარატ-არმენიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმამატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

„საბურთალო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის  მატჩს „არარატ-არმენიასთან“ 6 აგვისტოს, გამართავს.

შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი