მთავარი მთავარი ქართული გუნდის გამარჯვება კავკასიურ დერბიში – ერევანში “საბურთალომ” ,,არარატ-არმენიას” სძლია

ქართული გუნდის გამარჯვება კავკასიურ დერბიში – ერევანში “საბურთალომ” ,,არარატ-არმენიას” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
100 ნახვა

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “საბურთალომ” სტუმრად ,,არარატ-არმენიას” 2-1 სძლია და ფლეი-ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ერევნის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ მატჩში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ.

პირველი ნახევარი სომხურმა კლუბმა მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო.
ეს ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე “არარატ არმენიას” რუსმა ფორვარდმა ანტონ კობიალკომ გაიტანა. მან თანამემამულე დმიტრი გუზის პასით იხეირა.

მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას “საბურთალოს” ფეხბურთელები დაეუფლნენ და მეტოქის კართან რამდენიმე მწვავე მომენტი შექმნეს.

შეტევებმა შედეგი 72-ე წუთზე გამოიღო.
წონასწორობა სანდრო ალთუნაშვილმა ლუკა ლაკვეხელიანის გადაცემის შემდეგ აღადგინა.

მატჩის ბედი საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ყენიამ გადაწყვიტა.
ყენია “საბურთალოში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა. იგი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. გამარჯვების გოლი კი 76-ე წუთზე შეაგდო.

საბოლოოდ “საბურთალომ” “არარატ არმენიას” 2-1 სძლია.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 13 აგვიატოს, თბილისში “მიხეილ მესხის” სტადიონზე შედგება.

“არარატ არმენია” (სომხეთი) 1:2 “საბურთალო” (საქართველო)
31′ კობიალკო (1-0), 72′ ალთუნაშვილი (1-1), 76′ ყენია (1-2)

“არარატ არმენია”: ჩუპიჩი, პაშოვი, მერეშეში, გუზი, აჩენტეჰი, ალპონზე, მალაქიანი (57′ ანტონოვი) , ნარსინგი, ავეტისიანი (78′ სანოგო), მაილსონ ლიმა, კობიალკო (71′ ლუისი)
მთავარი მწვრთნელი: მინასიანი

“საბურთალო”: მიგინეიშვილი, მალი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, ელვინ ტერა (71′ ყენია), კოხრეიძე (84′ ცნობილაძე), გაბედავა, რულოვიჩი (57′ მარგველაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი