მთავარი მთავარი დღეს, 38 წლის შემდეგ “ფეიენოორდი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება

დღეს, 38 წლის შემდეგ “ფეიენოორდი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

დღეს. ნიდერლანდთა სამეფოს ქალაქ როტერდამში “დე კუიპის” სტადიონზე 38-წლიანი პაუზის შემდეგ “ფეიენოორდი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება.

ორთაბრძოლა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის რანგში გაიმართება.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა “ფეიენოორდთან” შეხვედრამდე გზიდან ანდორის გუნდი “ენგორდანი” და აზერბაიჯანული “გაბალა” ჩამოიცილა.

თბილისელებმა ანდორის კლუბს ორი მატჩის ჯამში 7-0 მოუგეს.  აზერბაიჯანის გუნდთან კი დედაქალაქელებმა ორრაუნდიან ბრძოლაში 5-0 გაიმარჯვეს.

როტერდამის “ფეიენოორდმა”  კი განახლებულ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გამართა.  როტერდამულ დერბიში “დინამოს” მეტოქემ “სპარტასთან” ფრედ 2-2 ითამაშა.

თბილისის “დინამოსა” და როტერდამის “ფეიენოორდის” გზები შორეულ 1981 წელს თასების მფლობელთა თასის1/2 ფინალში გადაიკვეთა.  თბილისელებმა ჰოლანდიურ კლუბს შინ, მაშინდელ “ვლადიმერ ილიას-ძე ლენინის” სტადიონზე 3-0 მოუგეს.

იმ შეხვედრაში დუბლი თენგიზ სულაქველიძემ შეასრულა.  ერთი გოლი კი ვლადიმერ გუცაევმა გაიტანა.  განმეორებით მატჩში “დინამომ” “ფეიენოორდს”  და მსაჯებს ერთად აჯობა და იმ დროს, როდესაც ქართველებს ორი ალალად გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს, 0-2 წაგების მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ფინალში “დინამომ” მაშინდელ აღმოსავლეთ გერმანიის გუნდ იენის ,,კარლ ცაისს” 2-1 მოუგო და თასების თასიც აღმართა.

როტერდამის “ფეიენოორდი” ჰოლანდიის 15-გზის ჩემპიონია.  ნიდერლანდთა სამეფოს თასს კი 13-ჯერ დაუეფლა. 1973–74 და  2001–02 წლებში კი 2-ჯერ უეფას თასი აღმართა.

თბილისის “დინამო” საქართველოს 16-გზის ჩემპიონი და 13-გზის თასის მფლობელია.

დღეს,  “ფეიენოორდისა”  და “დინამოს” ორთაბრძოლა სტარტს თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი