მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ბალავაძე-კარტოზია 10 მედლით დავიწყეთ და აქედან 2 ოქროა

ბალავაძე-კარტოზია 10 მედლით დავიწყეთ და აქედან 2 ოქროა

34 ნახვა

პირველი ფინალური დღე ჩამთავრდა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე “ვახტანგ ბალავაძე-გივი კარტოზიას” სახელობის მემორიალურ ტურნირზე. ჩემპიონ-პრიზიორები 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, აქედან თავისუფლებიდან 4-ში, ხოლო ბერძენ-რომაელებიდან 3-ში.

ამ 7 წონიდან საქართველოს ერთიანი გუნდის მონაგარი 10 მედალია.

ჩვენი ფალავნები უფრო მეტი წარმატებით თავისუფალ ჭიდაობაში გამოდიან და ამის დასტური ისიცაა, რომ ამ 10 მედლიდან 9 სწორედ მათზე მოდის. ჩემპიონები ბექა ლომთაძე (61კგ) და ზურაბ ერბოწონაშვილი (79კგ) გახდნენ, ვიცეჩემპიონები კონსტანტინე ხაბალაშვილი (70კგ) და ირაკლი მწითური (92კგ), მესამე საპრიზრო ადგილებზე კი მიხეილ ბერძენიშვილი (61კგ), მირზა სხულუხია, ლევან ქელეხსაშვილი (ორთავე 70კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79კგ) და ბექა ნადაშვილი (92კგ) გავიდნენ.

ლომთაძემ ოქროს ფინალში 7:3 დაამარცხა აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი, ხოლო ერბოწონაშვილმა 4:2 ირანელი ბაჰმან ტეიმოური.

დასანანი მარცხი შეემთხვევა აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვთან ირაკლი მწითურს, ჩოგბჯენში გადატრიალების მცდელობისას ჩვენებური ტუშეზე მოყვა და ვერცხლს დასჯერდა. კონსტანტინე ხაბალაშვილი ვერაფერს გახდა იონეს ემამიჩოგაეისთან ირანიდან და ქულების აშკარა უპირატესობით წააგო.

მესამე პრიზიორებიდან ლევან ქელეხსაშვილმა თაგუნდელ დანიელ მარქარაშვილს სძლია, ტარიელ გაფრინდაშვილმა ევსემი შველიძეს, ხოლო ბექა ნადაშვილმა მექი სიმონიას.

ამერიკელ ფალავნებს აჯობეს მიხეილ ბერძნიშვილმა და მირზა სხულუხიამ.

ბერძენ-რომალეთაგან კვარცხლეკზე ასვლა მხოლოდ 72 კილოგრამში მოჭიდვე გიორგი ხუჭუამ შეძლო. მან ბრინჯაოს ფინალში თანაგუნდელ მურად მიქელაძეს სძლია. ამ წონაში ჩემპიონი ირანელი ამინ კავიანინეჯადი გახდა.

ოლიმპიურ სასახლეში ტურნირი ხვალ დასრულდება.

მედალოსნები თავისუფლებიდან 57, 65 და 74-, ხოლო ბერძენ-რომაელებიდან 60, 67, 77 და 87 კილოგრამებში გამოვლინდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი