მთავარი მთავარი სამწუხაროდ, ორმატჩიანი ორთაბრძოლის ბედი პირველ შეხვედრაში გაირკვა – თბილისის “დინამო” “ფეიენოორდთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა

სამწუხაროდ, ორმატჩიანი ორთაბრძოლის ბედი პირველ შეხვედრაში გაირკვა – თბილისის “დინამო” “ფეიენოორდთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” როტერდამის “დე კუიპის” სტადიონზე გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 წააგო და ფლეი-ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა.

მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ჰოლანდიურმა კლუბმა “დინამოს” კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.

მწვავე  მომენტების დასკვნით ფაზაში, ხან “ფეიენოორდის” ფეხბურთელი სცოდავდნენ, ხანაც თბილისელთა მეკარე ხოსე პერალესი ყოჩაღობდა.
“ფეიენოორდმა” ტაიმის მიწურულს მაინც იხეირა.
როტერდამელებმა კარგი კომბინაცია გაათამაშეს, რომელიც 43-ე წუთზე კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ლუის სინისტერამ გოლით დააგვირგვინა.   სამხრეთ ამერიკელს საგოლე პასი სტივენ ბერგჰოუსმა გაუკეთა.

“დინამომ” ტაიმი 0-1 წააგო.

მეორე ნახევრის დასაწყისში “დინამოს” სამწვრთნელმა შტაბმა ლევან შენგელიას ნაცვლად მოედანზე აკაკი შულაია გამოიყვანა. შენგელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და როგორც სჩანს მას ეს ტრავმა გაუმიზეზდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში “დინამომ’ თამაში გამიასწორა. თბილისელები მეტოქეს გაუთამანდნენ.  ერთ-ერთ ეპიზოდში ნოდარ ქავთარაძის დარტყმული ბურთი “ფეიენოორდის” მეკარემ კენეტ ვერმეერმა მოიგერია.

79-ე წუთზე “დინამო” კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მიედნიდან შვედ სემ ლარსონთან უხეშობისთვის აკაკი შულაია გააძევა.
გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო ნათქვამია და ჩვენს გუნდსაც ასე დაემართა. შულაია გაძევების გამო დანიშნული ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დავით კობოურმა თავით საკუთარ კარში გაიტანა.

84-ე წუთზე კი “დინამოს” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი დარტყმა გოლად სტივენ ბერგჰუისმა აქცია.

88-ე წუთზე კი სრულად მოშლილი “დინამოს” კარის ბადეში მე-4 გოლიც გაეხვა. შვედ სემ ლარსონის გადაცემის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა ლუსიოანო ნარსინგმა იხეირა.

საბოლოოდ “ფეიენოორდმა” თბილისის “დინამოს” 4-0  სძლია და განმეორებით მატჩს ინტრიგა დაუკარგა.

ევროპა ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
როტერდამი, “დე კიუპი”

“ფეიენოორდი” (ჰოლანდია) 4:0 “დინამო” (თბილისი, საქართველო)
42′ სინისტერა (1-0), 82′ კობოური (2-0), 84′ ბერგჰუისი პენ. (3-0), 88′ ნარსინგი (4-0)
გაძევება: 79′ შულაია (‘დინამო”)

“ფეიენოორდი”: ვერმეერი, ჰაპსი, ვან დერ ჰაიდენი, ბოტეგინი, ნიუვკოოპი (46′ გეერსტრუიდა), ფერი, ტაპია (77′
ბურგერი), კოკსუ, ლარსონი, სინისტერა (72′ ნარსინგი),  ბერგჰუისი
მთავარი მწვრთნელი: იაპ სტამი

“დინამო”: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობაური, ქიმაძე, კუხიანიძე (77’ქარდავა), პაპავა, ნინუა, ქავთარაძე (87′ კარიკარი), კუტალია, შენგელია (46’ შულაია)
მთავარი მწვრთნელი: ფელიქს ვისენტე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი