მთავარი მთავარი ალექსანდრ ზვერევმა დრამატულ ბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილს რევანში აუღო და მონრეალის ტურნირის მიღმა დატოვა

ალექსანდრ ზვერევმა დრამატულ ბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილს რევანში აუღო და მონრეალის ტურნირის მიღმა დატოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
62 ნახვა

კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და  გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ.

დრამატული ორთაბრძოლა, რომელიც 2 საათი და 48 წუთი გაგრძელდა გერმანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ორთაბრძოლის ბედი ტაიბრეიკით გადაწყდა.  პირველ ორ სეტში კი მეტოქეებმა ერთამნეთს 7-5 მოუგეს.

საბოლოოდ ზვერევმა ბასილაშვილს 3-სეტში 7-5, 5-7, 7-6 სძლია და მონრეალის ტურნირის1/4 ფინალში გავიდა.

1/4 ფინალში ალექსანდრ ზვერევის მოწინააღმდეგე ATP-ს რეიტინგს მე-8 ჩოგანი რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.

მონრეალის კორტებზე 1/4 ფინალური ბრძოლები 9 და 10 აგვისტოს გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი