მთავარი მსოფლიოინგლისი პრემიერლიგის სასტარტო მატჩში ,,ლივერპულმა” “ნორვიჩი” გაანადგურა

პრემიერლიგის სასტარტო მატჩში ,,ლივერპულმა” “ნორვიჩი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

ინგლისის ქალაქ ლივერპულში სტარტი პრემიერლიგის 2019-2020 წლების სეზონის გათამაშებამ აიღო.

სასტარტო შეხვედრაში ,,ენფილდზე” “ლივერპულმა” “ნორვიჩს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

,,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდმა მეტოქეს ოთხივე გოლი პირველ ნახევარში გაუტანა.

პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის პირველი გოლი მე-7 წუთზე ,,ნორვიჩის” ცენტრალურმა მცველმა შოტლანდიელმა გრანტ ჰანლიმ საკუთარ კარში გაიტანა.

მე-19 წუთზე ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ფარაონთა ქვეყნის შვილმა რობერტო ფირმინოს პასი შეირგო.

28-ე წუთზე მოჰამედ სალაჰი ასისტენტის როლში მოგვევლინა. მეტოქის კარი კი ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯინ ვან დაიკმა აიღო.

39-ე წუთზე ,,ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მოედანზე 32 წლის ესპანელი გოლკიპერი ანდრიანი შევიდა.

,,ლივერპულმა” შეტევები განაგრძო და სტუმართა კარში მორიგი გოლი გაიტანა. რიგით მე-4 გოლის ავტორი
ბელგიელი დივოკ ორიჯი გახდა. ბენალუქსელმა ალექსანდრ-არლონდის გადაცემა დედის რძესავით შეირგო.

ტაიმი “წითლებმა” 4-0 გაიმარჯვეს.

მეორე ტაიმში “ლივერპულის” ფეხბურთელებმა აღარ იაქტიურეს. მით უფრო, რომ მათ 14 აგვისტოს, ,,ჩელსის” წინააღმდეგ ევროპის სუპერთასის მატჩი ელოდებათ.

მეორე 45 წუთში ერთადერთი გოლი გავიდა. ე.წ. პრესტიჟის გოლი ,,ნორვიჩის” ფინელმა თავდამსხმელმა ტეამუ ფუკიმ გაიტანა. სკანდინავიელმა არგენტინელი ემილიანო ბუენდიას პასით იხეირა.

საბოლოოდ ,,ლივერპულმა” 4-1 მოიგო და პრემიერლიგა მაჟორ ნოტაზე დაიწყო.

პრემიერლიგა
პირველი ტური
ლივერპული,

“ენფილდ როუდი”

ლივერპული” 4-1 “ნორვიჩი”
7’ჰანლი ა.გ. (1-0), 19′ სალაჰი (2-0), 28′ ვან დეიკი (3-0), 42′ ორიჯი (4-0), 64′ ფუკი (4-1)

ლივერპული“: ალისონი (39′ ანდრიანი), ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ვიინალდუმი, სალაჰი, ორიჯი (74′ მანე), ფირმინო (86′ მილნერი)
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნორვიჩი“: კრული, აარონსი, ჰანლი, გუდფრეი, ლუისი, მაკლინი, ტრიბული (70′ ერნანდესი), ბუენდია, სტეპერმენი (58′ ლეიტნერი), კანტველი, პუკი (83′ დრმიჩი)
მთავარი მწვრთნელი: ფარკე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი