მთავარი მთავარი საფრანგეთის ჩემპიონატი “ლიონის” შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო

საფრანგეთის ჩემპიონატი “ლიონის” შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

მონაკოს სამეფოში სტარტი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონმა აიღო.

,,ლუი II”-ს სტადიონზე “მონაკომ” “ლიონს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0-3 დამარცხდა.

საფრანგეთის წლევანდელ პირველობაზე პირველი გოლი მუსა დემბელემ გაიტანა. მატჩის მე-5 წუთზე დემბელემ ,,ლიონი” ბურკინა ფასოელი ფეხბურთელის ბერტრანდ ტრაორეს პასით დააწინაურა.

30-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ,,მონაკოს” ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი გააძევა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მონეგასკებმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაუშვეს.

36-ე წუთზე სხვაობა ორამდე ჰოლანდიელმა მემფის დეპაიმ გაზარდა. ნიდერლანდთა სამეფოს შვილმა ბრაზილიელი ტიაგო მენდესის პასი გამოიყენა.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ტიაგო მენდესმა მეორე საგოლე გადაცემა გააკეთა. ამჯერად მისი გარჯა ლუკას ტუსარმა დააფასა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

“ლიონმა” აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა. ,,მონაკო” კი ქულების დაგროგებას მომავალ მატჩებში შეეცდება.

“მონაკო” 0:3 “ლიონი”
5′ დემბელე (0-1), 36′ დეპაი (0-2), 80′ ტუსარი (0-3)
გაძევება: 30′ ფაბრეგასი (“მონაკო”)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი