მთავარი მსოფლიოესპანეთი ედენ აზარი “რეალში” ლეგენდარული რაულისა და რონალდუს მაისურით იასპარეზებს – “სამეფო კლუბმა” ახალი სეზონისთვის განაცხადი წარადგინა

ედენ აზარი “რეალში” ლეგენდარული რაულისა და რონალდუს მაისურით იასპარეზებს – “სამეფო კლუბმა” ახალი სეზონისთვის განაცხადი წარადგინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა მადრიდის “რეალმა” 2019-2020 წლების სეზონისთვის განაცხადი წარადგინა.

“სამეფო კლუბის” მთავარი მწვეთნელის ზინედინ ზიდანის განკარგულევაში ამჟამად 27 ფეხბურთელი იმყოფება, მათ შორის უელსელი თავდამსხმელი გარეთ ბეილი და ,,ოქროს ბურთის” მფლობელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი არიან.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალში” გადასული ბელგიელი ედენ აზარი გუნდის იღბლიან 7-ნომრიან მაისურს მოირგებს. ამ ნომრის მაისურით ”სამეფო კლუბში” ბოლო წლებში გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ესპანელი  რაულ გოლნსალეს ბლანკო და პორტუგალიელი კრისტიანუ რონალდუ ასპარეზობდნენ.

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე  ზედიზედ 3-ჯერ ტრიუმფის შემდეგ გასულ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა.

ცხადია, წლევანდელ  სეზონში “რეალის” ამოცანა ყველა ტიტულის მოგება  იქნება. მით უფრო, რომ  კლუბს ლეგენდარული ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს, რომელიც მადრიდელებს დიდი ამბიციებით დაუბრუნდა.

“რეალის” 2019-2020 სეზონის განაცხადი ასეთია:

1. კეიროლ ნავასი (მეკარე) – კოსტა რიკა
2. დანი კარვახალი (მცველი) – ესპანეთი
3. ედენ მილიტაო (მცველი) – ბრაზილია
4. სერხიო რამოსი (მცველი) – ესპანეთი
5. რაფაელ ვარანი (მცველი) – საფრანგეთი
6. ნაჩო (მცველი) – ესპანეთი
7. ედენ აზარი (ნახევარმცველი) – ბელგია
8. ტონი კროოსი (ნახევარმცველი) – გერმანია
9. ქარიმ ბენზემა (თავდამსხმელი)- საფრანგეთი
10. ლუკა მოდრიჩი (ნახევარმცველი) -ხორვატია
11. გარეთ ბეილი (თავდამსხმელი) – უელსი
12. მარსელო (მცველი) – ბრაზილია
13. ტიბო კურტუა (მეკარე) – ბელგია
14. კაზემირო (ნახევარმცველი) – ბრაზილია
15.ფედერიკო ვალვერდე (ნახევარმცველი) – არგენტინა
16. ხამეს როდრიგესი (ნახევარმცველი) – კოლუმბია
17. ლუკას ვასკესი (თავდამსხმელი) – ესპანეთი
18. ლუკა იოვიჩი (თავდამსხმელი) – სერბეთი
19. ალვარო ოდრიზოლა (მცველი) – ესპანეთი
20. მარკო ასენსიო (ნახევარმცველი) – ესპანეთი
21. ბრაჰიმ დიასი (ნახევარმცველი) – ესპანეთი
22. ისკო (ნახევარმცველი) – ესპანეთი
23. ფერლანდ მენდი (მცველი) – საფრანგეთი
24. მარიანო (თავდამსხმელი) – დომინიკის რესპუბლიკა
25. ანდრეი ლუნინი (მეკარე) – უკრაინა
27. როდრიგო (თავდამსხმელი) – ბრაზილია
28. ვინისიუს ჟუნიორი (თავდამსხმელი) – ბრაზილია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი