მთავარი მსოფლიო4 ერი ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა და რეიტინგში პირველობა დაკარგა

ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა და რეიტინგში პირველობა დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო ტურნირ ,, რაგბი ჩემპიონშიპში” (იგივე 4 ერი) მე3 ტურის მატჩში სენსაცის დაფიქსირდა.

ქალაქ პერთში ,,ოპტუდ სტედიუმზე” გამართულ მატჩში მასპინძლის რანგში მყოფმა ავსტრალიის ნაკრებმა ახალი ზელანდიის გუნდი დამაჯერებლად 47-26 დაამარცხა და რეიტინგში პირველობა დააკარგვინა.

“ვოლაბები” მატჩის მე-7 წუთზე დაწინაურდნენ.
ჯარიმიდან ბურთი კრისტიან ლეალიფანომ გაიტანა 3-0.

ავსტრალიის ნაკრებმა მე-10 წუთზე ლელოების ანგარიშიც გახსნა.
“ოლ ბლექსის” ჩათვლის მოედანში ბურთი რის ჰოჯიმ დაამიწა. გარდასახვისას მიზანს კრისტიან ლეალიფანომ უწია 10-0.

ათქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ზელანდიელების გააქტიურდნენ და მე-17 წუთისთვის წინაც გავიდნენ.
მე-13 და მე-17 წუთებზე ,,შავებმა” ორი ლელოს დადება მოახერხეს.
ლელოების ავტორები ანტონ ლიენერტ-ბრაუნი და რინეკო იოანე გახდნენ.
რიჩი მო’უნგამ ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა 10-12.

28-ე წუთისთვის წინ უკვე ავსტრალია გავიდა. ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მიზანში კრისტიან ლეალიფანომ გააძვრინა 13:12.

მატჩის საკვანძო მომენტად პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარი ფაქტი უნდა მივიჩნიოდ.
ახალ ზელანდიის ნაკრების მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მოედნიდან უხეშობისთვის სკოტ ბარეტი გააძევა.

პირველი ტაიმი “ვოლაბებმა” 16-12 მოიგეს. გასახდელში გასვლამდე კრისტიან ლეალიფანომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა.

მეორე ტაიმი ავსტრალიელთა ლელოთი დაიწყო.
46-ე წუთზე ლუხამ სალაკაია-ლოტომ იხეირა. 3 წუთის თავზე ზელანდიელთა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება ნიკ ვაიტმა მოახერხა. ორივე გარდასახვისას კრისტიან ლეალიფანოს ხელი მოეცარა. ასეა თუ ისეა “ვოლაბენი” წინ 26-12 გაიჭრნენ.

კაცნაკლულმა “ოლ ბლექსმა” გაიბრძოლა და 55-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. ლელო ბოდენ ბარეტმა დადო. გარდასახვისას ბურთი მო’უნგამ ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა 26-19.

მალევე ამ მატჩში ბრწინვალედ მოთამაშე ავტრალიის ნაკრებმა მორიგი ლელო დადო. ამჯერად თავი მარიკა კორპიბეტემ გამოიჩინა. კრისტიან ლეალიფანომ ამ შეხვედრაში ბოლო გარდასახვა გაიტანა. იგი რამდენიმე წუთში შეცვალეს 33-19.

კორპიბეტეს გატანილ ლელოს შემდეგ დუბლი “ვოლაბების” მორაგბე ჰოჯიმ შეასრულა. გარდასახვის დარტყმისას სათადარიგო დამრტყმელმა მეტ ტოომუამ იხეირა 40-19.

ზელანდიელები არ შედრკნენ და 71-ე წუთზე ლელოთი ანგარიში შეამცირეს. მეტოქე ნგანი ლაუმაპემ დაამწუხრა. გარდასახვა რიჩი მო’უნგას ანგარიშზეა 40-26.

ორთაბრძოლის ბოლო ლელო ავსტრალიელებმა გაიტანეს. ზელანდიელების დამარცხებაში თავისი წვლილი ქარტლი ბეილმა შეიტანა. ბოლო ქულა კი გარდასხვით მეტ ტოომუამ აიღო.

საბოლოოდ ავსტრალიის ნაკრებმა 47-26 მოიგო და რაგნუს რეიტინგს სათავეში ახალი ზელანდიის ნაცვლად ჩაუდგა.

რაგბი ჩემპიონდიპის იგივე 4 ერის სატურნირო ცხრილში კი მდგომარეობა ასეთია:
1. ავსტრალია 3 80-71 8
2. სამხრეთ აფრიკა 2 51:33 7
3. ახალი ზელანდია 3 62:79 6
4. არგენტინა 2 26:36 2

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი