მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული ბალავაძე-კარტოზია 28 მედლით დავხურეთ

ბალავაძე-კარტოზია 28 მედლით დავხურეთ

83 ნახვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 7, ბერძენ-რომაელებმა კი 4 მედლით გამოიჩინეს თავი დასკვნით საფინალო დღეს და შედეგად საქართველოს ერთიანი გუნდმა “ვახტანგ ბალავაძე-გივი კარტოზიას” სახელობის მემორიალურ ტურნირზე გამოსვლა 28 მედლით დაასრულა.

ბევრად წარმატებული გამოდგა ქართველი ბერძენ-რომაელებისთვის დასკვნითი საჭიდაო დღე წინა ორისგან განსხვავებით და მათმა მონაგარმა 2-2 ოქრო-ბრინჯაო შეადგინა.  ჩემპიონები აივენგო რიკაძემ (82კგ) და ლევან არაბული (130) გახდნენ, ალექსი ლოდია (97კგ) და სულხან ბუიძე (130კგ) კი მესამეები იყვნენ.

აზერბაიჯანელთა ორი გამოცდილი და ტიტულოვანი ფალავნის ძლევით გაიკვლია გზა ოქრომდე აივენგო რიკაძემ, ნახევარფინალში მან ევროპისა და მსოფლიო პრიზიორი ელვინ მურსალიევი დაამარცხა, ფინალი კი ევროპის ჩემპიონი რაფიგ ჰუსეინოვი.  გარდა ოქროს მედლისა რიკაძეს გივი კარტოზიას სახელობის სპეციალური პრიზიც გადაეცა.

თავის მხრივ არაბულმა 7:1 მოუგო ინდოელ ნავეერ ნავეენის.

თავისუფლებიდან კვარცხლბეკზე 7 ფალავანი ავიდა.

ტრავმის გამო ოთხთვიანი უქმობის შემდეგ ხალიჩას ოქროს მედლით დაუბრუნდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125კგ), ვინც ფინალში თანაგუნდელი ალექსი ჟორჟოლიანი წმინდად დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაო ერგო გიორგი შამათავას. მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ სანდრო ამინაშვილი და დავით ფირუზაშვილი (ორთავე 86კგ). ასევე მესამე იყო გივი მაჭარაშვილი  (97კგ), ხოლო მამუკა კორძაიამ (97კგ) ვიცეჩემპიონობას უწია.

ამდენად, როგორც თავში მოგახსენეთ, საქართველოს ერთიანი გუნდმა ტურნირზე გამოსვლა 28 მედლით დაასრულა. მათგან 21 თავისუფლების ანგარიშზეა – 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 11 ბრინჯაო, ბერძენ-რომაელების მონაგარი კი 7 მედალია – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი